მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავებისა და ATACMS-ის სისტემების გადაცემას ითხოვენ

F-16 თვითმფრინავები

ამერიკელი სენატორები, ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი აშშ-სა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ქვეყნისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით გაზარდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამავე ცნობით, სენატორები თეთრ სახლს და აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინაში გაგზავნონ შორ მანძილზე მოქმედი ცეცხლსასროლი იარაღი, როგორიცაა ATACMS და გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორიცაა F-16 და MiG-29.

მათი აზით, ეს იარაღი და აღჭურვილობა უკრაინას დაეხმარება დაუპირისპირდეს რუსეთის მომავალ თავდასხმებს და განახორციელოს შეტევა როგორც აღმოსავლეთში, ასევე, სამხრეთში.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამშობლოს დაცვას და მათთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას ეხება.

სენატორები დარწმუნებულები არიან, რომ ტანკებს შეიარაღებული ძალები ეფექტიანად გამოიყენებენ რუსეთის ჯარებთან მომავალ ბრძოლებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი შეტევისთვის ემზადება, შეტევის სავარაუდო მიმართულება ლუგანსკის ოლქში სვატოვე-კრემინას ხაზი შეიძლება იყოს - ISW

👉 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან სვატოვოსკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ წინსვლას ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN