მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან სვატოვოსკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ წინსვლას ბახმუტში - საბრძოლო რუკები

სამხედროები

უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში სვატოვოსკენ მიმავალი მარშრუტის გასაკონტროლებლად იბრძვიან. ოკუპანტები, თავის მხრივ, არ წყვეტენ ბახმუტის გარეუბანში წინსვლის მცდელობას, - ამის შესახებ RBC-Ukraine ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

ლუგანსკის მიმართულება: უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან სვატოვოს გზაზე კონტროლისთვის

რუსეთის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევები სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ და გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ კონტრშეტევას კრემინას რაიონში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ დიდი რაოდენობით მობილიზებული სამხედროების გადაყვანას ლუგანსკის რეგიონის ფრონტის ხაზზე.

უკრაინის ჯარები იბრძვიან მაგისტრალის კონტროლისთვის, რომელიც სვატოვოსკენ მიდის. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასევე, ცდილობენ დაიკავონ პოზიციები ნოვოსელოვსკოეს რაიონში და განდევნონ რუსული ჯარები ტერიტორიიდან, რათა განაახლონ კონტრშეტევა.

დონეცკის მიმართულება: „ვაგნერის“ PMC მებრძოლები არ წყვეტენ ბახმუტზე თავდასხმის მცდელობას

უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები თავად ბახმუტის მიდამოში, ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ-ში ბილოგორივკას  მიდამოებში.

23 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები დაწინაურდნენ პიდგოროდნის დასავლეთით (ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ) და აკონტროლებენ დასახლებას. რუსი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები აგრძელებენ თავდასხმის მცდელობებს ბახმუტის სამხრეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გარეუბანში. 23 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები ასახავს რუსეთის ძალებს ბახმუტის სამხრეთით და კლიშივკას დასავლეთით.

რუსული წყაროები აგრძელებენ ცრუ მტკიცებას, რომ რუსული ჯარები ბლოკავენ უკრაინის სახმელეთო მარშრუტებს ბახმუტისკენ. ISW-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ბახმუტამდე უკრაინის საკომუნიკაციო გზების უმეტესი ნაწილის გაჭრა.

რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, ასევე, განაგრძეს შეტევა ავდიივკა-დონეცკის რაიონში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ავდიივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 14 კმ-ში და ავდიივკას სამხრეთ-დასავლეთით მარინკას მიდამოებში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 23-24 იანვრის ღამეს HIMARS-ის დახმარებით დაარტყეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ილოვაისკში (დონეცკიდან აღმოსავლეთით 14 კმ). რუსული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ 24 იანვარს რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს უგლედარის რაიონში.

სამხრეთის მიმართულება: უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე

ოკუპანტებმა, განაგრძეს ზაპოროჟიეს რეგიონებზე დარტყმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსმა ჯარებმა გადაიყვანეს 450 დაჭრილი ზაპოროჟიეს რეგიონის საავადმყოფოში (სავარაუდო ფრონტის ხაზის 30 კმ-ის ფარგლებში) უკრაინელ ჯარებთან შეტაკების შემდეგ, რაც ადასტურებს რუსეთის ცნობებს, რომ ბრძოლები ახლახან გაიმართა ზაპოროჟიეს რეგიონში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინულმა სპეცრაზმმა ღამის საათებში ნოვაია-კახოვკას რაიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დარბევის დროს შეიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს რუსული სადესანტო პუნქტი და გაანადგურეს რუსული სამეთაურო პუნქტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN

✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა

✔️ უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს

✔️ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ

✔️ გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel