მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN

სამხედროები

აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ უკრაინას, ყურადღება ქალაქ ბახმუტში მიმდინარე სასტიკი ბრძოლებიდან სამხრეთის მიმართულებით შეტევაზე გადაიტანოს, - ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მედია წერს, რომ  ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები უკრაინას მოუწოდებენ, ყურადღება აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში მიმდინარე სასტიკი, მრავალთვიანი ბრძოლიდან სამხრეთის მიმართულებით პოტენციურ შეტევაზე გადაიტანოს, ბრძოლის განსხვავებული სტილის გამოყენებით.

„ეს არის სასტიკი და გამანადგურებელი ბრძოლა. ყოველდღიურად თითოეული მხარე ცვლის 100-400 მეტრ მიწას და რამდენიმე ათას საარტილერიო გასროლას. ბახმუტი ნაკლებად მიმზიდველია სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე სახის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, ასე რომ არ განადგურებულიყო“, -  განუცხადა დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელმა „სიენენს“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა

✔️ უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს

✔️ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ

✔️ გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel