მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არესტოვიჩმა კიევზე რუსული ჯარების შესაძლო ხელახალი შეტევის მიზეზი დაასახელა

არესტოვიჩმა კიევზე რუსული ჯარების შესაძლო ხელახალი შეტევის მიზეზი დაასახელა

რუსეთის ჯარებმა შესაძლოა, გაიმეორონ კიევზე თავდასხმა, უკრაინის დასავლელი პარტნიორები ძალზე ნელია სამხედრო დახმარების გაწევაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ნელი ტემპით ხორციელდება. 

„სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭი ეყრება მაისში. სანამ დახმარების პაკეტს არ მიიღებენ იარაღი არ მოვა, ეს ძალიან გრძელი ამბავია. ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ექნება დრო მობილიზებისთვის, სავარაუდოდ. ფარული ნაწილობრივი მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ამიტომ შესაძლოა მეორე შეტევა კიევზე, ​​ჩერნიგოვზე, სუმზე, ხარკოვზე. ასეთი ტემპით ყველაფერი შესაძლებელია“, - განმარტა არესტოვიჩმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️პუტინს კიბო აქვს - გროზევი

✔️უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

✔️უკრაინელებმა სამხრეთით ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს

✔️დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 6 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურებულია დრონები, ტანკები და მანქანები

✔️დამპყრობლები ორი მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი