მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 6 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურებულია დრონები, ტანკები და მანქანები

დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 8 თავდასხმა მოიგერიეს

დღის განმავლობაში დონბასში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დამპყრობლების 6 თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში წარმატებით მოიგეს მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს 20 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური ჯავშანმანქანა და მტრის 5 ერთეული მანქანები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დაარტყეს რუსი დამპყრობლების ათ საჰაერო სამიზნეს, მათ შორის განადგურებულია ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10, ერთი Forpost ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სამი საკრუიზო რაკეტა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️დამპყრობლები ორი მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი

✔️„უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა“ - ალექსეი არესტოვიჩი

✔️რატომ ვერ ბედავს პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას? - რუსი მეცნიერის განმარტება

✔️სჯობს მოკვდეს - პუტინის გარემოცვას მისი სიკვდილი სურს

✔️„ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი