მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს კიბო აქვს - გროზევი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სერიოზული კიბო აქვს, - ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, დაავადება მის გარემოცვაში მყოფმა ერთ-ერთმა ოლიგარქმა დაადასტურა.

„2014 წელს ერთ-ერთი ასეთი ოლიგარქი იყო პუტინის გვერდით შეხვედრაზე, სადაც მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად კარგი იქნებოდა ყირიმის ხელში ჩაგდება. ანუ ადამიანი საკმაოდ ახლოსაა პუტინთან და არის ჩანაწერი, სადაც ეს ოლიგარქი ჰყვება პუტინის სერიოზულ ონკოლოგიურ დაავადებაზე“, - აღნიშნა გროზევმა.

მანამდე The Sun წერდა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი იძულებული გახდება დანებდეს, ის ოპერაციას ელოდება. ბრიტანული გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ პუტინს პარკინსონის დაავადება და შიზოაფექტური აშლილობა აქვს.

ხანგრძლივი გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ძალაუფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაეცემა უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. 70 წლის პატრუშევი ითვლება უკრაინის სამხედრო სტრატეგიის მთავარ არქიტექტორად. უცნობია ზუსტად როდის გადაიყვანენ პუტინი საავადმყოფოში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

✔️უკრაინელებმა სამხრეთით ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს

✔️დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 6 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურებულია დრონები, ტანკები და მანქანები

✔️დამპყრობლები ორი მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი

✔️„უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა“ - ალექსეი არესტოვიჩი