მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“ - სერგეი შოიგუ

შოიგუ ჯარებზე

„აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას.

„მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მცდელობას, დაარწმუნონ „აზოვსტალში“ ბლოკირებული ნაციონალისტები, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დადონ იარაღი. რუსული არმიის მოთხოვნა დანებების შესახებ მათ მიერ იგნორირებულია. „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉შოიგუს თქმით, მარიუპოლს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

👉„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ - დუმის დეპუტატი ევროკავშირს

👉ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატოს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება - სერგეი შოიგუ

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა