მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატოს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატოს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინაში იარაღის შეტანას.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ალიანსის ტრანსპორტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღით ან მასალით ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის, განიხილება განადგურების ლეგიტიმურ სამიზნედ.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იარაღით ან მასალით ჩავა უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება, როგორც განადგურების ლეგიტიმური სამიზნე. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეცოპერაციას. ამჟამად, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები,  ე.წ „ლუგანსკის“ სახალხო რესპუბლიკის და „დონეცკის“ სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციასთან ერთად აფართოებენ კონტროლს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉შოიგუს თქმით, მარიუპოლს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

👉„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ - დუმის დეპუტატი ევროკავშირს

👉ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა