ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსებმა ბახმუტი გაანადგურეს. მისი თქმით, ქალაქი მიწასთანაა გასწორებული.
„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ვითარება ძალიან მძიმეა. მტერი ავიაციას და არტილერიას ინტენსიურად იყენებენ. ჩვენი ბიჭები თავდაცვის პოზიციაში არიან. რამდენიმე მიმართულებით ჩვენი არმია მტერს აქტიურად ებრძვის. დაძაბული ვითარებაა კრიმინოესა და სვატოვოშიც. ამ სტრატეგიული პოზიციების დაკავება საშუალებას მოგვცემს ლისიჩანსკის, ასევე დონეცკის ოლქისკენ, ბახმუტის მიმართულებით წინ წავიდეთ. განადგურებულია ბახმუტი. ქალაქი სადაც 72 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მიწასთან არის გასწორებული. რუსების ტაქტიკა მარტივია. როდესაც ქალაქს ტოვებენ - შურისძიების მიზნით ანადგურებენ“, - განაცხადა გაიდაიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „საშინელი სისუსტე აქვს, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
👉 „ეს არის რუსეთის რეგიონი“ - დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა
👉 უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა
👉 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა