მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„საშინელი სისუსტე აქვს, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ძალიან ცოტას ჭამს.

„გავიგე თითქოს, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი არ უთქვამს, რატომღაც მიმალავს. გუშინ საღამოს რომ ვიყავი უკვე აღარ ჰქონდა, დამცხრალი იყო, რაღაცები დამადესო. წნევა ჰქონდა მაღალი და საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა, შეიძლება მაგის ბრალი იყო, შეიძლება საერთო სისუსტის. 

საშინელი სისუსტე აქვს. კვება როგორია იცით, აი, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს მე მგონი, ვიდრე ის. მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების დასკვნაშია ნათქვამი - სასწრაფო გაყვანა და შესაბამის კლინიკაში დეტოქსიკაციის ჩატარება ამ ადამიანისთვის“, - განაცხადა ალასანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ეს არის რუსეთის რეგიონი“ - დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა

👉 უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა

👉 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა

👉 რუსეთის ხელისუფლებისთვის უფრო და უფრო რთული იქნება მოსახლეობისგან თანხმობის მიღება „სპეცოპერაციის“ გახანგრძლივებაზე - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზულია - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე