მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BAZA: საქართველოში გამგზავრება ორმა რუსმა პოლიციელმა შეძლო

საქართველოში ორი რუსი პოლიციელი გამოექცა მობილიზაციას

მობილიზაციის პერიოდში რუს პოლიციელებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ლენინგრადის რეგიონის ინტერნეტგამოცემა 47news.ru და გამოცემა BAZA იუწყება.

ლენინგრადის პორტალის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა პოლიციას მისი ბრძანებით საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ბილეთები შეძენილია 21 სექტემბრამდე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების დღემდე.

გამოცემა Baza-ს ცნობით, აკრძალვის შესახებ დადგენილებამდე ორი დღით ადრე რუსეთიდან გაქცევა ორმა პოლიციელმა შეძლო. მათ არ გააფრთხილეს ხელმძღვანელობა, არ მიიღეს ნებართვა და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღეს შეძლეს საქართველოში გამგზავრება.

როგორც BAZA წერს, მამაკაცები ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავენ. მათი მოგზაურობის შემდეგი წერტილი არის აშშ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნორვეგიამ გამოაცხადა მზადყოფნა, დაკეტოს საზღვრები რუსებისთვის - მედია

👉 უკრაინელებმა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის მოადგილე“ გაანადგურეს - მედია

👉„რუსეთის გაუქმების“ დაუფიქრებელი კურსის გატარებით ანგლო-საქსებმა მიაღწიეს მთელი კოლექტიური დასავლეთის უპირობო დამორჩილებას“ - სერგეი ლავროვი

👉 დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება - სერგეი ლავროვი

👉 „ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები - გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი