მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემუქრება თუ არა გადადგომა შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო - Spiegel

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შესაძლოა, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარის თქმის გამო გადადგომა დაემუქროს. კანცლერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება იზრდება კოალიციაში. ოპოზიციამ შესაძლოა, შოლცისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მომავალ კვირას დაიწყოს. ამის შესახებ Spiegel წერს. 

როგორც გაზეთი წერს, სწორედ შოლცის გაურკვევლობამ უკრაინის სამხედრო დახმარებაში შეიძლება გამოიწვიოს მისი გადადგომა. მომავალ კვირას, ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური გაერთიანებების ოპოზიციური ბლოკის ლიდერები აპირებენ წარადგინონ რეზოლუციის პროექტი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ, თუ ამას თავად კანცლერი არ გააკეთებს.

Spiegel-ის მიხედვით, რეზოლუციას საკმაოდ შეუძლია ხმების უმრავლესობის შეგროვება, რადგან თავად კოალიციაში კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდების იდეას ფართო მხარდაჭერა აქვს.

„ამ შემთხვევაში შოლცის პოზიცია იმდენად შეირყევა, რომ მას რეალურად მოუწევს ნდობის გამოცხადება, ანუ ბუნდესტაგში უმრავლესობის უზრუნველყოფა“, - წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის მოთხოვნით, გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან ყველა მძიმე იარაღის გაგზავნა გამორიცხა.

ამავე თემაზე:

🔴 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

🔴 შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

🔴 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

🔴 რუსული არმია მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად ემზადება - უკრაინის დაზვერვა

🔴 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს