მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შოიგუმ პუტინს მოახსენა „მარიუპოლის გათავისუფლების“ შესახებ, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ქალაქში 2 000-ზე მეტი უკრაინელი დამცველი დარჩა.

შოიგუმ მარიუპოლს „ნაციონალისტური „აზოვის“ დედაქალაქი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ალყაში მოქცევის დროს, უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 8 100 ადამიანი იყო, ახლა კი 2 000-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ არის დაბლოკილი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე“.

შოიგუმ, ასევე, დასძინა, რომ  „აზოვსტალზე“ ოპერაციის დასრულებას სამი ან ოთხი დღე სჭირდება“.

როგორც უკრაინული მედია წერს, მინისტრმა პუტინს „აზოვსტალში“ შტურმი შესთავაზა. პუტინს კი ეს იდეა არ მოეწონა და მან განაცხადა, რომ „არ არის საჭირო კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა ამ სამრეწველო ობიექტებში. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი არ გაფრინდეს“.

ამავე თემაზე:

🔴 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

🔴 ემუქრება თუ არა გადადგომა შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო - Spiegel

🔴 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

🔴 რუსული არმია მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად ემზადება - უკრაინის დაზვერვა

🔴 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს