მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი“ - ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ დონბასის ბრძოლისთვის გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა.

dpa-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვაზე, ჩავა თუ არა მძიმე შეიარაღება დროულად დონბასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შოლცმა უპასუხა: „ის დროულად ჩავა“.

მან აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს პრიორიტეტი, თუ ვინ მიიღებს გერმანულ იარაღს.

„თქვენ იცით, რომ უკვე არის მომხმარებელთა გრძელი სია, რომლებიც ორი და სამი წლის განმავლობაში ელოდებიან მათ მიღებას“, - აღნიშნა შოლცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების პროტოკოლი უნდა შეიცვალოს, რათა უკრაინამ უფრო სწრაფად მიიღოს იარაღი.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას გაუგზავნის ისეთ იარაღს, რომელიც კიევს ან ოდესას გადაარჩენს.

„ჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე, გადავწყვიტეთ დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ გავაგზავნოთ რამდენიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, - დასძინა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინს სურდა, რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულად აქცია, კრემლის ერთადერთი მოკავშირე სირიაა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 კანადამ უკრაინისთვის დამატებით 733 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

👉 „უკრაინა იმ საზღვრებში აღარ არსებობს, რომელშიც ადრე იყო და აღარასდროს იარსებს“ - მარია ზახაროვა

👉 ბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება, თავს ორი მიმართულებით დაესხმება - ოლეგ ჟდანოვი

👉 „შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, ომი დაეწყო უკრაინაში“ - ანგელა მერკელი