მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ

ტანკი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „Abrams M1“-ის ტიპის ტანკები გადასცეს. 

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის „ლეოპარდ 2“-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს.

გამოცემის განცხადებით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ტანკს გაუგზავნის ამერიკა უკრაინას.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 17 იანვარს ამერიკის პრეზიდენტ  ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრა, სადაც ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების გადაცემის საკითხს განიხილავდა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, პენტაგონი არ აპირებდა უკრაინისთვის „აბრამსების“ გადაცემას.

სამხედრო ჩინოვნიკები საჯაროდ ამტკიცებენ, რომ „აბრამსის“ ტანკები საჭიროებენ მნიშვნელოვან წვრთნას და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა

✔️„უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს“ - ლუკაშენკო

✔️ რუსები წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით - საბრძოლო რუკები

✔️„ლეოპარდის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მალე მიიღება, პარტნიორებს შეუძლიათ ტანკები გადასატანად მოამზადონ - სტოლტენბერგი

✔️ბელოგოროვკაზე ოკუპანტის თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, ორკები რეზერვების განახლებას ელიან - გაიდაი