მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ არ ვადასტურებთ რუსული ჯარების საზღვრებიდან გაყვანას“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.

„უკრაინის საზღვრების ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვადასტურებთ რუსული მხარის განცხადებას ჯარების გაყვანის შესახებ - ეს არ ხდება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ამჟამად საზღვრის მახლობლად რუსული ჯარების ქვედანაყოფები დაახლოებით 129 ათას სახმელეთო კომპონენტს შეადგენს.

„მოველით, რომ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდება. ასევე, ველით, რომ კიდევ სამი გემი მოუახლოვდება შავ ზღვას“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინული დაზვერვა ხედავს ყველა იმ მოძრაობას, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის უკრაინას.

„ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი თუ სატანკო დანადგარი - ჩვენ მათ ვხედავთ. ასევე, მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიღებთ ინფორმაციის ვითარების შესახებ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📎 უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - Washington Post

📎 პუტინი „გენოციდის“ ტერმინით სპეკულირებს - ექსპერტი

📎 ერთი დღე დონბასში: ოკუპანტებმა „დუმილი“ 60-ჯერ დაარღვიეს, მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ

📎 „რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ“ - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

📎 ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა - UNIAN

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს