მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტმა განმარტა, რატომ არის ახლა შეუძლებელი მარიუპოლის სამხედრო დებლოკადა

აზოვსტალის ქარხანა

„დღეს შეუძლებელია მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის სამხედრო-ტექნიკური დებლოკადა, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას რომ ჩატარდეს სამხედრო ოპერაციები.

„ჯავშანტექნიკაც კი ვერ შეძლებს მტრის კარგად გამაგრებული სიმაგრეების გარღვევას ბლოკირებული მარიუპოლისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინული  ქვედანაყოფები,  რომლებიც დასახმარებლად წავლენ მოხვდებიან რუსი დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ და განადგურდებიან. მტრის თვითმფრინავები განლაგებულია კრიტიკულად ახლოს - როსტოვის რეგიონისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. არანაირი ვარიანტი არ არის“, - განაცხადა სელეზნევმა.

ექსპერტის თქმით, ამ სიტუაციის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. თუმცა, პუტინი არანაირ შეთანხმებას არ ეთანხმება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსებს მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი ამოეწურათ, იყენებენ ძველ საბრძოლო მასალას - ბრიტანული დაზვერვა

✔️პუტინს კიბო აქვს - გროზევი

✔️უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

✔️უკრაინელებმა სამხრეთით ერთ დღეში 50-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს

✔️დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 6 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურებულია დრონები, ტანკები და მანქანები