მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ეფესბესა და რუსეთის უსაფრთხოების ძალების ოფიცრები ეძებენ გზებს, რათა თავიანთი ოჯახები რუსეთიდან გაიყვანონ“ - Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი

ჟურნალისტი ხრისტო გროზევი

საერთაშორისო ჯგუფის Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ძალები ეძებენ გზებს მათი ოჯახების საზღვარგარეთ წასაყვანად, რადგან რუსეთში ვითარება ესკალაციას ექვემდებარება და კონტროლიდან გამოდის.

„ჩვენ შეგვიძლია, ვუწოდოთ მას „რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტელექტუალური ნაწილი“, ანუ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სრული ინფორმაცია. ასევე FSB-ის ელიტამ, რომელმაც იცის მსხვერპლთა კონკრეტული რაოდენობა რუსეთის ჯარებში, იცის, რომ დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული რუს ჯარისკაცების დედები, ცოლები, დები არ შეწყვეტენ კითხვების დასმას, მათ იციან, რომ ეს სიტუაცია ოდესმე კონტროლიდან გამოვა“, - განაცხადა გროზევმა.

გროზევის თქმით, უსაფრთხოების ძალები წინდახედულები არიან, რადგან მათ ესმით რეჟიმის რეალური საფრთხე. ისინი წინასწარ ამზადებენ მომავალს: ეძებენ შესაძლებლობას, რომ ოჯახები რუსეთის ფედერაციიდან გაიყვანონ, დანაზოგი რუბლიდან დოლარსა და ევროში გადააქვთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დაგეგმილია მარიუპოლის გადაცემა „კადიროველებისთვის“ - პეტრ ანდრიუშჩენკო

👉 „ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი ომის დამნაშავეები არიან“ - დუმის სპიკერი უკრაინელ ტყვეებზე

👉 „არამეგობრულ“ ქვეყნებს უკვე შეიძლება „მტრული“ ეწოდოს, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, არის ომი“ - პუტინის პრესმდივანი

👉 „ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა“ - ლვოვის მერი

👉 იმპორტის ჩანაცვლება - რუსული საწარმოები აყალბებენ „კოკა-კოლას“ და „სპრაიტს“ - მედია