მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა“ - ლვოვის მერი

რუსეთმა შავ ზღვაში ორი სარაკეტო ხომალდი განათავსა

17 მაისის ღამეს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ლვოვის რეგიონზე. შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის შესახებ ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

„ღამით მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ლვოვის რკინიგზის რეგიონალური ინფრასტრუქტურის ობიექტზე იავორივის რაიონში. აფეთქებამ დააზიანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“, - წერს კოზიცკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს ლვოვის რეგიონის თავზე.

„17 მაისს, შუაღამისას, მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ლვოვის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. განადგურდა სამი ფრთოსანი რაკეტა“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ დაწერა, ღამით მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით.

„ამ ღამით ლვოვის რეგიონში მოხდა ორი საჰაერო იერიში და სარაკეტო გაფრენის ორი მასიური ტალღა. ლვოვში არც ერთი რაკეტა არ დაჯდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა კარგად იმუშავეს. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, ამჯერად ჩვენი ქალაქი იყო თუ არა სამიზნე“, - წერს სადოვოი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი ომის დამნაშავეები არიან“ - დუმის სპიკერი უკრაინელ ტყვეებზე

👉 „ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა“ - ლვოვის მერი

👉 იმპორტის ჩანაცვლება - რუსული საწარმოები აყალბებენ „კოკა-კოლას“ და „სპრაიტს“ - მედია

👉 გაერო უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის სანაცვლოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე საუბრობს - The Wall Street Journal

👉 გარნიზონმა „მარიუპოლმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა - უკრაინის გენშტაბი