მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არამეგობრულ“ ქვეყნებს უკვე შეიძლება „მტრული“ ეწოდოს, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, არის ომი“ - პუტინის პრესმდივანი

პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ და ისინი უკვე გახდნენ არა მხოლოდ არამეგობრული, არამედ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები.

„ჰიბრიდული ომი არის ის, რაც ახლა ხდება, რის წინაშეც ახლა ვდგავართ... ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები, უკრაინელ ნაციონალებს მხოლოდ იმას კი არ ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ იარაღით, ისინი აწვდიან დაზვერვის ინფორმაციასაც. ეს არის დიპლომატიური და პოლიტიკური ომი, ეს არის მსოფლიოში ჩვენი იზოლაციის მცდელობები, ეს არის ეკონომიკური ომი“, - განაცხადა პესკოვმა ცოდნის საზოგადოების საგანმანათლებლო მარათონის დროს.

აქამდე რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს „არამეგობრულს“ უწოდებდა, ახლა კი, პესკოვის აზრით, დროა მათ მტრული ქვეყნები ეწოდოთ.

„დიახ, ჩვენ მაინც რბილად ვუწოდებთ მათ არამეგობრულ სახელმწიფოებს და მე ვიტყოდი, რომ ეს უკვე მტრულად განწყობილი სახელმწიფოებია, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, არის ომი”, - დასძინა მან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 პუტინმა იცის სად მიჰყავს ქვეყანა - პესკოვი

👉 „ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა“ - ლვოვის მერი

👉 იმპორტის ჩანაცვლება - რუსული საწარმოები აყალბებენ „კოკა-კოლას“ და „სპრაიტს“ - მედია

👉 გაერო უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის სანაცვლოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე საუბრობს - The Wall Street Journal

👉 გარნიზონმა „მარიუპოლმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა - უკრაინის გენშტაბი