მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუშჩენკოს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო არაპირდაპირი დადასტურება იმისა, რომ დამპყრობლები გეგმავენ თითქმის განადგურებული მარიუპოლის „კადიროველებისთვის“ გადაცემას.
„თანდათან ცხადი ხდება, რას გეგმავენ ოკუპანტები მარიუპოლთან დაკავშირებით და ვინ იქნება პირობითი „აღდგენის კურატორი“. მარიუპოლი მეტისმეტად არამეგობრული და ნაციონალისტური აღმოჩნდა, ამიტომ, წინააღმდეგობის ჩახშობისა და დაშინების მიზნით, დაგეგმილია ქალაქის გადაცემა „კადიროველებისთვის“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
ანდრიუშჩენკოს თქმით, 17 მაისს, რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებულ ქალაქში, პირველად გაიმართა სამუშაო შეხვედრა საოკუპაციო ადმინისტრაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საბლინის, (2014 წლიდან მარიუპოლის ოკუპაციის კურატორი) ადამ დელიმხანოვსა და ახმედ დოლგაევის მონაწილეობით, რომლებიც არსებითად ჩეჩნეთის პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილნი არიან და განიხილეს მარიუპოლის აღდგენის გეგმები.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 მოლაპარაკებები შეჩერებულია, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - უკრაინული მხარე
👉 კრემლი საოკუპაციო ძალების მეთაურებს სჯის - უკრაინის დაზვერვა
👉 გარნიზონმა „მარიუპოლმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა - უკრაინის გენშტაბი
👉 იმპორტის ჩანაცვლება - რუსული საწარმოები აყალბებენ „კოკა-კოლას“ და „სპრაიტს“ - მედია