მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროკავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მყარდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წერილში ვკითხულობთ.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებით, ანკარასა და მოსკოვს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირს „დიდი შეშფოთების მიზეზს“ აძლევს.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია თურქეთის უწყვეტი პოლიტიკა „არ შეუერთდეს ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ“.

მოხსენების თანახმად, ბორელმა მიუთითა, რომ ევროკავშირი და თურქეთი ქმნიან საბაჟო კავშირს და ამით უზრუნველყოფენ საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის „ორმაგი დანიშნულების“ საქონლის, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სამოქალაქო და სამხედრო მიზნებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა - გიორგი მარგველაშვილი

👉 „თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში უვიცი და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ“ - რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე

👉 თურქეთის არმიამ სირიასა და ერაყში ოპერაციების ფარგლებში 364 ბოევიკი გაანადგურა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „ფეიერვერკი მელიტოპოლის აღმოსავლეთით, ოკუპანტების ბუნაგი იწვის“ - მელიტოპოლის მერი

👉 პუტინი კარგავს მხარდამჭერებს, რადგან დონბასის „დაცვა“ ვერ შეძლო - ISW