მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი გამარჯვება უკრაინაში მარცხის ფონზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებაა.

„ბევრი რამე შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს დაშავებული, მაგრამ ისეთი ვერ ექნება დაშავებული, რომ წამებით ციხეში მოკლა. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს.

რუსული დირექტივების კონტექსტში, ფაქტობრივად მთელი იმ წარუმატებლობის და მარცხის ფონზე, რომელსაც მათ უკრაინელები და სხვათა შორის, ასევე ქართველი მებრძოლები უკრაინაში მიაყენებენ, ამის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ. შეიძლება ითქვას, მეტი გამარჯვება პუტინს დღეს აღარ აქვს, ის სრულ მარცხშია. ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა კიდევ მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი სიცოცხლის მოსწრაფება, კითხვას დასვამს, საერთოდ ცივილიზაციის რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად - არა ნაციონალი, არა „ქართული ოცნების“, არა რომელიმე პარტიის წევრი, არამედ საზოგადოება, ყველა ერთად“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში უვიცი და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ“ - რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე

👉 ევროკავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია - ჯოზეფ ბორელი

👉 თურქეთის არმიამ სირიასა და ერაყში ოპერაციების ფარგლებში 364 ბოევიკი გაანადგურა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „ფეიერვერკი მელიტოპოლის აღმოსავლეთით, ოკუპანტების ბუნაგი იწვის“ - მელიტოპოლის მერი

👉 პუტინი კარგავს მხარდამჭერებს, რადგან დონბასის „დაცვა“ ვერ შეძლო - ISW