მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

თურქეთის არმიამ სირიასა და ერაყში ოპერაციების ფარგლებში 364 ბოევიკი გაანადგურა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

თურქეთი

თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში 19 ნოემბრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის ფარგლებში, 364 ბოევიკი გაანეიტრალა. ასევე გაანადგურა თავშესაფრები, იარაღის საწყობები და შტაბი. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.

თავდაცვის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საპარლამენტო განხილვებზე გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის არმიის ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან და ანკარა არ განასხვავებს კრიმინალურ ორგანიზაციებს.

„ჩვენ ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ, მიუხედავად კრიმინალური ორგანიზაციების სახელისა და იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან“, - აღნიშნა აკარმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა - გიორგი მარგველაშვილი

👉 „თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში უვიცი და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ“ - რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე

👉 ევროკავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია - ჯოზეფ ბორელი

👉 „ფეიერვერკი მელიტოპოლის აღმოსავლეთით, ოკუპანტების ბუნაგი იწვის“ - მელიტოპოლის მერი

👉 პუტინი კარგავს მხარდამჭერებს, რადგან დონბასის „დაცვა“ ვერ შეძლო - ISW