ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კარგავს მხარდამჭერთა რაოდენობას იმის გამო, რომ რუსული ჯარები ვერ ახერხებენ უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევას და დონბასის „დაცვას“.
ISW-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში ირანული წარმოების გაცილებით მეტი თვითმფრინავების გამოყენებით, ვიდრე წინა კვირებში.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით რუსული თავდასხმების ტემპის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ჯარებმა დააგროვეს მეტი უპილოტო საფრენი აპარატი სამკვირიანი გამოუყენებლობის პერიოდში, ან რუსეთმა ახლახან მიიღო ან ელის, რომ მიიღებს დრონების ახალ პარტიას ირანიდან.
ISW-ის დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აგზავნის ჩეჩნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა იქ ადმინისტრაციული რეჟიმი ჩამოაყალიბონ.
„სავარაუდოა, რომ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობს ჩეჩენი ჩინოვნიკების ინტეგრირებას თავის სტრუქტურებში, რათა გააძლიეროს ადმინისტრაციული კონტროლი. ამისთვის იყენებს ჩეჩნურ გამოცდილებას რეპრესიებისა და უსაფრთხოების ფუნქციების სფეროში“, - აცხადებენ სამხედრო ანალიტიკოსები.
მათი თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელი პარტიზანების აქტივობა ეჭვქვეშ აყენებს საოკუპაციო რეჟიმების ქმედითობას. სწორედ ამიტომ იყენებენ დამპყრობლები „ჩეჩნური მართვის მოდელების“ ინტეგრაციას.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ფეიერვერკი მელიტოპოლის აღმოსავლეთით, ოკუპანტების ბუნაგი იწვის“ - მელიტოპოლის მერი