მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“ - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად  კლავდნენ. 

„ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ნამდვილი არაადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ  ჩადიან  დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანს თავში ესვრიან, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს. ნიურნბერგის სასამართლო ჩატარდება: ჰააგაში ან ხარკოვში, ბუჩაში, ირპენში დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ რომ ახალი ნიურბერგის სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 მარია ზახაროვა: ბუჩაში მოკლული მოსახლეობის კადრები, აშშ-მა შეუკვეთა

📢 „აშშ-მა შეგნებულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარების გაყვანისთანავე უკრაინამ ბუჩაში ცეცხლი გახსნა“ - აშშ-ში რუსეთის ელჩი

📢 რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, უკრაინაში 60 000 ადამიანის გაგზავნა სურს - უკრაინის გენშტაბი

📢 ევროკავშირმა 6 აპრილს შესაძლოა, რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო დააწესოს - Financial Times

📢 ხელახლა არჩეულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ოპონენტი უწოდა

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)