მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის სანაცვლოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე საუბრობს - The Wall Street Journal

მარცვლეული

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში მარცვლეულის ექსპორტის გახსნის სანაცვლოდ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ The Wall Street Journal დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

ამჟამად გუტერეში აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, რათა გახსნას უკრაინული საკვების ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე და თავიდან აიცილოს სურსათის გლობალური დეფიციტი.

დიპლომატები მიიჩნევენ, რომ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მათი თქმით, თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს შეთანხმებებში.

გუტერეშის თქმით, მარცვლეულის დებლოკადის სანაცვლოდ, მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნება შეიძლება განიხილონ.

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა გაეროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ჯერჯერობით გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებენ ამ რეზოლუციას.

უკრაინული მხარის შეფასებით, სულ მცირე 400 000 ტონა მარცვლეული მოიპარეს და გაიტანეს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი ომის დამნაშავეები არიან“ - დუმის სპიკერი უკრაინელ ტყვეებზე

👉 „არამეგობრულ“ ქვეყნებს უკვე შეიძლება „მტრული“ ეწოდოს, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, არის ომი“ - პუტინის პრესმდივანი

👉 „ლვოვის რეგიონზე რაკეტების რაოდენობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა“ - ლვოვის მერი

👉 იმპორტის ჩანაცვლება - რუსული საწარმოები აყალბებენ „კოკა-კოლას“ და „სპრაიტს“ - მედია

👉 გარნიზონმა „მარიუპოლმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა - უკრაინის გენშტაბი