მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განადგურება, სიკვდილი, აფეთქებები“ - ბელორუსია ევროკავშირის სამ ქვეყანას ომით ემუქრება

ბელარუსი უკრაინაში დასაფრენად ემზადება

ბელორუსის უშიშროების საბჭოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მდივანი, ალექსანდრე ვოლფოვიჩი ევროკავშირის სამ ქვეყანას - პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას „განადგურებით, სიკვდილითა და აფეთქებებით“ დაემუქრა.

მისი მტკიცებით, ამ ქვეყნებში სავარაუდოდ, იზრდება სამხედროებისა და მათი აღჭურვილობის რაოდენობა. ასევე, მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ბელორუსის საზღვრებთან უცხოური საავიაციო ფრენების რაოდენობის ზრდა, რაც „თავისთავად საფრთხის შემცველია ბელორუსისთვის“.

„მათ თავიანთი ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში მოჰყავთ, რაც გაუგებარია. ალბათ, აგრესიას ამზადებენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ხალხი, პოლონელი, ლიტველი ხედავს რა ხდება დღეს უკრაინაში, რა ნგრევა, რა ტრაგედია, როგორ იღუპება ჩვეულებრივი ხალხი. იმედი მაქვს, მათ ეს არ მოუნდებათ, რადგან არ გამოვა, რომ მათ ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია განახორციელონ. ამ შემთხვევაში, საომარი მოქმედებები მხოლოდ ბელორუსიაში არ იქნება. არა, ასევე იქნება ნგრევა, სიკვდილი, აფეთქებები მათ ტერიტორიებზეც“, - განაცხადა არაღიარებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამოაზრემ.

მოგეხსენებათ, ბელორუსია უკრაინასთან ომში ოფიციალურად არ შესულა, თუმცა მისი ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმები რეგულარულად ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ბუჩაში რუსული ჯარების სისასტიკეს „ბრიტანეთის სპეცოპერაცია“ უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია

👉 რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმრის ცოცხლად დაწვა სცადა და ბენზინი გადაასხა