მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება

უკრაინა-ევროკავშირი

უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკრაინის ევროპის ქვეყნების გაერთიანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, დაჩქარებული პროცედურებით უნდა წარიმართოს.

„ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ მივიღებთ. შემდგომში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რომელიც დაჩქარებული პროცედურებით უნდა წარიმართოს. ახლა პრეზიდენტის მთელი გუნდი, მისი აპარატი და მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია

👉 რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმრის ცოცხლად დაწვა სცადა და ბენზინი გადაასხა

👉 რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ბრიტანელები მედვედჩუკში გაცვლას ითხოვენ