მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ გამოაცხადა, რა სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას

შეიარაღება, ომი

გერმანია ჯერ კიდევ არ აწვდის უკრაინას თანამედროვე ტანკებს, მაგრამ აგრძელებს სხვა ტიპის იარაღის გაგზავნას, მათ შორის, თვითმავალი ჰაუბიცების.

„უკრაინაში მეტი თვითმავალი ჰაუბიცაა გაგზავნილი. საუბარია 24 ერთეულზე. ასევე მიეწოდება ექვსი ან შვიდი „გეპარდი“, - ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა განაცხადა.

ბუნდესტაგის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის პირადად უკრაინაში თანამედროვე „ლეოპარდისა“ და „მარდერის“ ტანკების გაგზავნას უჭერს მხარს, თუმცა მთავრობა ამ ინიციატივას არ ეთანხმება.

სტრუკ-ზიმერმანის თქმით, უკრაინელების თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფა ახლა უბრალოდ აუცილებელია და ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რომ ეს არ გააკეთონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მეგონა, ბიძინას ტროლ-ბოტები გამოირჩეოდნენ წერა-კითხვის უცოდინარობით, მგონი ნიკა მელიას ბოტებმა გადაუსწრეს“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - WIZZ AIR ქუთაისიდან 5 ახალ მიმართულებას ამატებს

👉 „ოდესმე ჩვენ კვლავ დავიწყებთ თანამშრომლობას რუსეთთან“ - ოლაფ შოლცი

👉 უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონში შესაძლოა, მეოთხე კონტრშეტევა მოაწყონ - Forbes