მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონში შესაძლოა, მეოთხე კონტრშეტევა მოაწყონ - Forbes

უკრაინელი სამხედროები

Forbes-ის ჟურნალისტების თქმით, უკრაინის ჯარებს ზაპოროჟიეს რეგიონში შეუძლიათ კონტრშეტევის მეოთხე ეტაპზე გადასვლა.

9 დეკემბერს, რუსმა და უკრაინელმა ჯარებმა საარტილერიო გასროლა განახორციელეს ზაპოროჟიეს რეგიონის ჰულიაიპოლესა და პოლოგის დასახლებებთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 65 მილის დაშორებით.

რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია მექანიზებულ ძალებს აგროვებს ჰულიაიპოლის გარშემო.

„რუსულმა დაზვერვამ აღმოაჩინა უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი მექანიზებული ძალების მოძრაობა ფრონტის მახლობლად“, - აღნიშნავს გაზეთი. 

Forbes-ი, ასევე, წერს, რომ თუ ეს მართალია, მაშინ ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ უკრაინის არმიის მეოთხე კონტრშეტევა შესაძლოა გარდაუვალი იყოს, მიუხედავად ზამთრის დადგომისა.

„ეს ფართოდ მოსალოდნელი შეტევა, მიზნად ისახავს სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილის გათავისუფლებას და უკრაინული ძალების უკან დაბრუნებას უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ვიწრო ხმელეთზე, რომელიც რუსულმა ძალებმა 2014 წელს დაიპყრეს“, - წერს Forbes.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მეგონა, ბიძინას ტროლ-ბოტები გამოირჩეოდნენ წერა-კითხვის უცოდინარობით, მგონი ნიკა მელიას ბოტებმა გადაუსწრეს“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - WIZZ AIR ქუთაისიდან 5 ახალ მიმართულებას ამატებს

👉 გერმანიამ გამოაცხადა, რა სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას

👉 „ოდესმე ჩვენ კვლავ დავიწყებთ თანამშრომლობას რუსეთთან“ - ოლაფ შოლცი