მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯოკო ვიდოდომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის მესიჯი გადასცა - რუსული მედია

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადასცა მისი უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის მესიჯი. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წერს.

ვიდოდო მოსკოვში ვიზიტამდე კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

„პრეზიდენტ ზელენსკის მესიჯი პრეზიდენტ პუტინს გადავეცი და გამოვთქვი მზადყოფნა, შედგეს კომუნიკაცია ორ ლიდერს შორის“, - განაცხადა ვიდოდომ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ.

პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა მესიჯი გადასცა ვიდოდომ პუტინს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მეტი არტილერია, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები - დამატებით 800 მილიონის დახმარება უკრაინას აშშ-სგან

👉 „შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა“ - ბორის ჯონსონი

👉 „ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შენება მოსკოვისა და მინსკის გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას“ - სერგეი ლავროვი

👉 „იმედი ბოლოს კვდება“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ, ერთი ქვეყნის დომინირება საშიშია და სისტემურ რისკებს ქმნის “ - ვლადიმერ პუტინი