მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტი არტილერია, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები - დამატებით 800 მილიონის დახმარება უკრაინას აშშ-სგან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს უახლეს დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ მან ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოუყო უკრაინას 7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზეა და მხარდაჭერის გაგრძელებას გეგმავს.

„უახლოეს დღეებში, ჩვენ ვგეგმავთ გამოვაცხადოთ უკრაინისთვის მეტი დახმარების შესახებ, მათ შორის ახალი მოწინავე დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მეტი არტილერიით, დამატებითი საბრძოლო მასალით HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკვე ვაწვდით უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა“ - ბორის ჯონსონი

👉 „ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შენება მოსკოვისა და მინსკის გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას“ - სერგეი ლავროვი

👉 „იმედი ბოლოს კვდება“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ, ერთი ქვეყნის დომინირება საშიშია და სისტემურ რისკებს ქმნის “ - ვლადიმერ პუტინი

👉 რუსეთმა ზმეინის კუნძულიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა და მას „კეთილი ნების ჟესტი“ უწოდა