მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარკოვის მიმართულებით კვლავ მძიმე ბრძოლები იქნება - სამხედრო ექსპერტი

ხარკოვის მიმართულებით კვლავ მძიმე ბრძოლები იქნება

უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში შედეგი გამოიღო. დამპყრობლები ფაქტობრივად გააძევეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, დადებითი ის არის, რომ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაღწია საზღვარს, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შეტევითი ჯგუფების შემადგენლობაში იყო უკრაინის არმიის რეგულარული ქვედანაყოფების მხოლოდ მცირე ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადა. აბსოლუტურ უმრავლესობაში იყო ტერობორონას ქვედანაყოფები, რომლებიც შედგებოდნენ ხარკოვის ოლქის მცხოვრებლებისგან. ანუ ქალაქი ფაქტობრივად, მუშებმა, ინჟინრებმა იარაღით ხელში გაათავისუფლეს რუსული საოკუპაციო არმიისგან“, - განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსები თავიანთ საზღვრებს ბოლომდე დაიცავენ, რადგან რუსული ჯარების მოქმედების ძირითადი ლოგისტიკური ჯაჭვი, როგორც იზიუმის, ისე სევეროდონეცკის მიმართულებით, გადის ვოლჩანსკზე და კუპიანსკზე.

„აქედან გამომდინარე, იქ ბრძოლები ძალიან მძიმე იქნება. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის არმია შეძლებს რუსული ჯარების თავდაცვის დაძლევას. მაგრამ იმ პირობით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ იარაღს და აღჭურვილობას, კომერციული რაოდენობით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ შეგვეძლოს მაქსიმალურად, შორ მანძილზე, გავანადგუროთ რუსი დამპყრობლები, მაშინ საქმე უფრო სწრაფად წავა. ამიტომ, პრინციპში, უკრაინის ჯარების კონტრშეტევების წარმატება, პირდაპირ დამოკიდებულია დასავლური იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე“, - აცხადებს ექსპერტი.

სელეზნევმა აღნიშნა, რომ რუსეთი უარს ამბობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე.

„იმის გამო, რომ რუსული ჯარების წინსვლა საკმაოდ რთულია მიმდინარე ომის თითქმის ყველა ფრონტზე, რუსები შეძლებისდაგვარად აყოვნებენ მოლაპარაკებების ეფექტურ ფაზაში შესვლის პროცესს. რუსებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება ჯერ არ არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

სელეზნევმა, ასევე დასძინა, რომ პუტინს და მის გენერლებს ყველაზე კარგად ესმით, როცა მათ ელაპარაკებიან ძალის ენით. ამ გზით ისინი შეიძლება დაარწმუნონ კომპრომისზე.

„ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესის წარმატება პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის არმიის წარმატებებზე ბრძოლის ველზე“, - დასძინა სამხედრო ექსპერტმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი გაბრაზებულია თავის გენერლებზე და ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან - ექსპერტი

👉 უკრაინის არმია საბრძოლო შესაძლებლობების პიკს აღწევს - არესტოვიჩი

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა

👉 უკრაინაში შეჭრის შედეგებს რუსების კიდევ სამი-ოთხი თაობა იგრძნობს - ექსპერტი

👉 🎥 უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეულმა საარტილერიო ბრიგადამ ოკუპანტების აღჭურვილობა გაანადგურა