მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განაღმვა საჭირო არ არის“ - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მარცვლეულის გადაზიდვის დასაწყებად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს განაღმვის აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტების გაყვანა შეიძლება იმ მიმართულებით, სადაც ნაღმების საფრთხე არ არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გაეროს გეგმის შესაბამისად ზღვის ზონის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

„ცნობილია საზღვაო ნაღმების ლოკაციები. შესაძლებელია უსაფრთხო გასასვლელების შექმნა სამ პორტში და ეს საშუალებას მისცემს გემებს ყოველგვარი საფრთხის გარეშე იმოძრაონ. უკრაინული კატარღები იქნებიან მეგზურად. გემების უსაფრთხოების ზონაში შესვლის შემდეგ ისინი შემოწმდებიან“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაეროს გეგმას განხორციელებადი უწოდა.

„ჩვენ ველოდებით რუსეთისგან პასუხს ამ საკითხზე. თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას. თუ მხარეები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, მაშინ შეგვიძლია, მოვაწყოთ შეხვედრა სტამბოლში დეტალების განსახილველად“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 დატყვევებული იზიუმის გარეუბანში სოფლების გათავისუფლება მიმდინარეობს - მაქსიმ სტრელნიკი

📢 ისრაელმა, ეგვიპტემ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 „რუსული და უკრაინული არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ რაიონში 10-დან 1-მდეა, უკრაინის სამხედროებს იარაღი ძალიან აკლიათ“ - მიხაილო პოდოლიაკი

📢 „პარტნიორების მიერ მოწოდებული ჰაუბიცები უკვე ფრონტზეა, მაგრამ უკრაინას სჭირდება გაცილებით მეტი მძიმე იარაღი“ - ანდრეი ერმაკი

📢 „უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს და ქვეყნის ხელმძღვანელობას არ სურს, ფხიზელი თვალით შეხედოს სიტუაციას“ - დმიტრი პესკოვი