მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოდით, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გავუგოთ ერთმანეთს, ვიპოვოთ შეთანხმება“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე უკრაინას

ვალენტინა მატვიენკო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ უკრაინის დელეგაცია მიიწვია ინდონეზიაში G20-ის პლატფორმაზე, რათა დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„მოდით, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საპარლამენტო G20-ის პლატფორმაზე: რუსეთის პარლამენტი, უკრაინის პარლამენტი. შევეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს, ვიპოვოთ შეთანხმება. ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკებების, დიალოგის, ამ კრიზისის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის“, - განაცხადა მატვიენკომ.

უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაციას უკრაინიდან G20-ის პარლამენტების მეთაურთა მე-8 სამიტზე ვიცე-სპიკერი ელენა კონდრატიუკი ხელმძღვანელობს.

G20-ის საპარლამენტო სამიტი, 6-7 ოქტომბერს იმართება ჯაკარტაში, ინდონეზიის რესპუბლიკაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სერგეი შოიგუს დააკისროს - ISW

👉 „ხალხსაც მოაბეზრეს თავი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები“ - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

👉 „რუსი ოფიცრებისთვის უფრო დიდი შეფურთხება წარმოუდგენელია“ - ალექსეი არესტოვიჩი პუტინის მიერ კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებაზე

👉 კაცმა, რომელმაც ტაილანდში საბავშვო ბაღში 32 ადამიანი მოკლა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა - BBC

👉 კახა კალაძემ თეა წულუკიანის უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა