პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე მიზეზის გამო შეჩერდა.
„მოლაპარაკების პროცესი მართლაც პაუზაშია. რატომ? რამდენიმე მიზეზი არსებობს. რუსეთს არ აქვს მზაობა და არ ესმის, რომ რაიმე გაგებით ომი აღარ მიმდინარეობს რუსეთის წესების, განრიგის და გეგმების შესაბამისად.
უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის მისამართით მხოლოდ იზრდება. ამიტომ, რუსეთი ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწევს“, - აცხადებს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა კიდევ ერთ მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსეთს არ შეუძლია უარი თქვას პროპაგანდაზე და ამიტომ პოლიტიკურ ელიტას სიმართლის თქმის ეშინია.
პოდოლიაკი ასევე დარწმუნებულია, რომ „რუსეთს სურს დაინახოს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ყველა პაკეტი მოქმედებაში და საბოლოოდ გაიგოს თავისი არმიის რეალური“ საბრძოლო შესაძლებლობები.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉კრემლი საოკუპაციო ძალების მეთაურებს სჯის - უკრაინის დაზვერვა
👉რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს - სამხედრო ექსპერტი
👉„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ