მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი საოკუპაციო ძალების მეთაურებს სჯის - უკრაინის დაზვერვა

მოსკოვი, რუსეთი

კრემლი ეძებს პასუხისმგებლებს უკრაინაში სამხედრო მარცხზე და სჯის საკუთარი რუსული საოკუპაციო ჯარების მეთაურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და დაზვერვის სამსახური ავრცელებს. 

დაზვერვის ცნობით, კრემლი სჯის საოკუპაციო ჯარების მეთაურებს უკრაინაში მარცხისთვის.

კერძოდ, ხდება სარდლების გათავისუფლება და დაპატიმრება, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს არცერთი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც პუტინმა პომპეზურად გამოაცხადა 23 თებერვალს გამოსვლაში, ვერ შეასრულა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა. „უძლეველი და ლეგენდარული“ არმია აღმოჩნდა მკვლელთა ურდო, მოძალადეები და მშიშარები“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მომავალი პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შედეგების შესამცირებლად, კრემლის ხელისუფლება ცდილობს ყველა წარუმატებლობა და მარცხი საოკუპაციო ქვედანაყოფებისა და ფორმირებების მეთაურებს დააბრალოს.

კერძოდ, ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს რუსეთის ფედერაციის სარაკეტო კრეისერ „მასკვას“ შავი ზღვის ფლოტის სიამაყის „გმირული დაკარგვის“ გამო. საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, დაიწყო მისი პირველი მოადგილის ვიცე-ადმირალ სერგეი პინჩუკის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ვლადისლავ ერშოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეექვსე არმიას, თანამდებობიდან გაათავისუფლეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უპრეცედენტო დანაკარგისთვის.

ასევე, იმავე მიზეზების გამო, მოხსნეს დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი. უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანების საწინააღმდეგოდ გენერალმა წვევამდელები გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად.

დაკისრებული ამოცანების არადამაკმაყოფილებელ შესრულებასთან დაკავშირებით, გენერალ-მაიორი არკადი მარზოევი გაათავისუფლეს ყირიმში სამხრეთ სამხედრო ოლქის 22-ე არმიის კორპუსის მეთაურის თანამდებობიდან.

გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 103-ე ცალკეული ლოგისტიკური ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მიხაილ პონომარევი.

„აგრესორი ქვეყნის სამხედრო ლიდერები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას თავიანთი არაკომპეტენტურობით და თვითგანადგურების სურვილით“, - აცხადებენ სადაზვერვო სააგენტოში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს - სამხედრო ექსპერტი

👉„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი

👉27 900-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 235 ტანკი, 3 009 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს