მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ

ოლაფ შოლცი

„უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ რუსული მხარე არ დგამს ნაბიჯებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი.

შოლცმა აღნიშნა, რომ მან პირადად დაუსვა პუტინს კითხვა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ომი, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

„თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ  მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო მეტი სოფელი და ქალაქი განადგურდება. ამიტომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. მაგრამ ეს მოითხოვს რუსეთის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს უკრაინასთან შეთანხმებას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, თუმცა ასეთი განვითარება, სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს“, - დასძინა შოლცმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉27 900-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 235 ტანკი, 3 009 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმისა და დონბასის აღებას შეძლებს

👉რუსეთი გაზრდის საარტილერიო დარტყმების რაოდენობას, რათა განაახლოს შეტევა დონბასში - ბრიტანული დაზვერვა

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი