მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს - სამხედრო ექსპერტი

რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს

რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს და ცდილობს მის საზღვრამდე მისვლას, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

„დღეს დონეცკის ოლქშიც კი ჩვენს პოზიციებზე უფრო ნაკლებად ხდება თავდასხმა, ვიდრე ლუგანსკში. გვაქვს რეგიონის 10% ჩვენი კონტროლის ქვეშ, ამიტომ ისინი ცდილობენ შეუტიონ უკრაინულ ჯარს, რათა მის საზღვრამდე მიაღწიონ“, - აღნიშნა ჟდანოვმა. 

სამხედრო ექსპერტმა, ასევე, აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა ახლა საკმაოდ დაბალია.

„დღეს მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არ არის. არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. მაგრამ ეს საკმაოდ დაბალია“, - დასძინა სამხედრო ექსპერტმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ

👉27 900-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 235 ტანკი, 3 009 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉რუსეთი გაზრდის საარტილერიო დარტყმების რაოდენობას, რათა განაახლოს შეტევა დონბასში - ბრიტანული დაზვერვა

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი