მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში, პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვა დამონტაჟდა - მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან 10 კილომეტრში საჰაერო თავდაცვის კომპლექსი დამონტაჟდა. ამის შესახებ Meduza წერს.

ვიდეოს ავტორი იუწყება, რომ ის 6 იანვარს არის გადაღებული მოსკოვის ქალაქ ოდინცოვოს რაიონის სოფელ ზარეჩიეს მახლობლად. ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია ნოვო-ოგარევოში მდებარეობს.

ავტორის თქმით, მან ინსტალაცია დიდი ხმის გამო აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის Pantsir S1 საზენიტო-სარაკეტო და ტყვიამფრქვევის სისტემა.

Meduza-ს ცნობით, 19 იანვარს სოციალურ ქსელში გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო და ფოტო, სადაც ჩანს, რომ Pantsir-S1 დამონტაჟებულია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქშიც რამდენიმე შენობის სახურავზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ფინეთმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც მძიმე შეიარაღებას მოიცავს

👉 „ახლა ვაჭრობის დრო არ არის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ტანკებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო საყვედურობს

👉 აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე - CNN

👉 „ვაგნერის ჯგუფის“ რაოდენობა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 50 000 ადამიანს აღწევს - ბრიტანული დაზვერვა