მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა“ - სალომე ზურაბიშვილი დნიპროზე რუსეთის თავდასხმაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დნიპროში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ შენობაზე დნიპროში, უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა. 

ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელ უკრაინაში“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას დნიპროში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დიდი ბრიტანეთი უკრაინას Apache თავდასხმის ვერტმფრენებს გადასცემს - მედია

👉 ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა - სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

👉 თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“, რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს

👉 თელ-ავივში დაახლოებით 80 000 ადამიანი მივიდა ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - მედია

👉 „ერთ „მოთამაშე თავმჯდომარეს“ როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია?! კმაყოფილი იქნება „ოცნების“ ხელისუფლება, იოცნებეს და ამან, მელიამ შეუსრულა“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე