მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა - სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნეპალის ცენტრალურ აეროპორტთან თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 40 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

Yeti Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

„ჩვენ ველით, რომ უფრო მეტ ცხედარს ამოვიღებთ“, - განაცხადა სამაშველო ოპერაციების სპიკერმა და დასძინა, რომ თვითმფრინავი „ნაწილებად დაიშალა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებიდან 53 ნეპალელია. თვითმფრინავში ხუთი ინდოელი, ოთხი რუსი და ორი კორეელი იმყოფებოდა. ასევე თითო მგზავრი ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან და საფრანგეთიდან იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“, რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს

👉 თელ-ავივში დაახლოებით 80 000 ადამიანი მივიდა ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - მედია

👉 „ერთ „მოთამაშე თავმჯდომარეს“ როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია?! კმაყოფილი იქნება „ოცნების“ ხელისუფლება, იოცნებეს და ამან, მელიამ შეუსრულა“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

👉 „ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა