მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამოვრიცხავთ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის მოლაპარაკებებში ჩვენი საბოლოო პოზიცია. ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ - უკრაინის სადაზვერვო სამმართველო

🔴 რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესაერთებლად ემზადება