მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ - უკრაინის სადაზვერვო სამმართველო

რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ

რუს ოფიცრებს უკრაინის ომში ნათესავების ჩართვა არ სურთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურს მათი ნათესავებისა და მეგობრების ჩართვა, რომლებიც შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობენ, მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. მათ ნათესავები სირიაში გადაჰყავთ. გენერლები  სირიას უფრო უსაფრთხო ადგილად მიიჩნევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ შეინარჩუნონ უკრაინის დროებით დაკავებული ტერიტორიები ხერსონის ოლქში. 

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების 38-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადაში 26-ზე მეტი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ - მარია ზახაროვა

🔴 ოკუპანტებმა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები გაზარდეს - ISW

🔴 სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი