მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესაერთებლად ემზადება 

რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესაერთებლად ემზადება 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მთელი ქვეყნის ოკუპაცია და ამიტომ ემზადება უკვე დატყვევებული მიწების ანექსიისთვის. 

სკიბიცკის თქმით, კრემლის ხელისუფლება ემზადება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული თვალსაზრისით. როგორ განვითარდება ყველაფერი შემოდგომისკენ გაირკვევა, რადგან 11 სექტემბერს რუსეთი კენჭისყრის ჩასატარებლად ემზადება. 

„რუსეთის სტრატეგიული მიზანი - ჩვენი ტერიტორიის სრული ოკუპაცია არ არის მიღწეული“, - დასძინა დაზვერვის წარმომადგენელმა.

მან ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებსაც რუსეთი დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ხერსონისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებს და აღნიშნა, რომ ყოველივე მიუთითებს ე.წ. რეფერენდუმებისთვის სისტემატურ მომზადებაზე.

გარდა ამისა, თავად რუსეთის ფედერაციაში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც უნდა გაამარტივოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა ტერიტორიის ინტეგრაციასთან ან ანექსიასთან დაკავშირებით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ - მარია ზახაროვა

🔴 ოკუპანტებმა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები გაზარდეს - ISW

🔴 სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი