მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აპრილს, CNN-ს განუცხადა, რომ „მსოფლიოს ყველა ქვეყანა“ იმ შესაძლებლობისთვის მზად უნდა იყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ნამდვილად გადაწყვიტოს.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი საკითხია.

„არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს ნამდვილად შეიძლება იყოს სიმართლე. მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია... არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს საკითხია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

👉 გაერო: რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება

👉 კიევის რეგიონში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

👉 TASS: ჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს

👉 რუსეთში კიევზე მასიური სარაკეტო იერიშით კვლავ იმუქრებიან