მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნეონაცისტებთან“ და „ბენდეროველებთან“ შეტაკება იყო გარდაუვალი, წინმსწრები დარტყმა იყო დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

„რუსეთმა გააკეთა წინმსწრები დარტყმა და ეს იყო დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

როგორც პუტინმა განაცხადა, ნატო რუსეთის მიწების  დაპყრობისთვის ემზადებოდა. 

„ახლა ამ დღეებშიც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი უთანხმოება საერთაშორისო საკითხებში, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად - ის ძალზე საჭიროა. გასული წლის  დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ. მათ სინამდვილეში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ და ეს დავინახეთ.

პირდაპირ მიდიოდა სადამსჯელო ოპერაციისთვის დონბასში ჩვენს ისტორიულ მიწებში შეჭრისთვის მზადება, მათ შორის ყირიმში, კიევში აცხადებდნენ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, ნატომ დაიწყო მოსაზღვრე ტერიტორიების ათვისება და ის ქმნიდა სრულიად მიუღებელ საფრთხეს. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე რომ „ნეონაცისტებთან“ და „ბენდეროველებთან“ შეტაკება იყო გარდაუვალი. რუსეთმა გააკეთა წინმსწრები დარტყმა და ეს იყო დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტმა ომში მონაწილე მოხალისეებს და შეიარაღებულ ძალებსაც მიმართა.

„მივმართავ მოხალისეებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის და თქვენი მომავლისთვის. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაჭრილ ჯარისკაცებს. ჩვენი მებრძოლები დღეს იცავენ ერთმანეთს ტყვიებისა და  ჭურვების ნამსხვრევებისგან. თქვენ იცავთ დღეს იმას რისთვისაც იბრძოდნენ, თქვენი მამები და ბაბუები. გაუმარჯოს რუსეთს, გაუმარჯოს გამარჯვებას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთში სულ უფრო ნაკლები ახალი იარაღი რჩება, მაგრამ შეუძლია 6-12 თვე იბრძოლოს - ექსპერტი

✔️რუსებს მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი ამოეწურათ, იყენებენ ძველ საბრძოლო მასალას - ბრიტანული დაზვერვა

✔️პუტინს კიბო აქვს - გროზევი

✔️ექსპერტმა განმარტა, რატომ არის ახლა შეუძლებელი მარიუპოლის სამხედრო დებლოკადა

✔️არესტოვიჩმა კიევზე რუსული ჯარების შესაძლო ხელახალი შეტევის მიზეზი დაასახელა

✔️უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს