მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა კიევი „გრადებით“ დაბომბეს - არიან დაშავებულები

კიევის დაბომბვა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ნივკის რაიონი „გრადებით“ დაბომბეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

დეპუტატ ალექსეი გონჩარენკო ინფორმაციით, დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი, ასევე კერძო სახლები და კორპუსები. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ის მალევე ჩააქრეს.

ასევე, ოკუპანტებმა შევჩენკოს რაიონი დაბომბეს. ადგილზე მაშველები არიან მობილიზებულები.

რაც შეეხება კიევის ოლქში არსებულ სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს ოკუპანტებს მდინარე ირპენთან აჩერებენ, რათა მათ კიევზე შეტევა ვერ განახორციელონ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

📢 „პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა