რუსმა აგრესორებმა ქალაქი ლისიჩანსკი, მისი შემოგარენი და სევეროდონეცკი დაბომბეს. ოკუპანტების აგრესიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ტელეგრამზე ავრცელებს.
„მტერმა სცადა ჩვენი თავდაცვითი ძალების შტურმი უსტინოვკას მახლობლად და ამავდროულად გაანადგურა ეს სოფელი და ახლომდებარე ქალაქი ლისიჩანსკი არტილერიით. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია მოხალისეთა მანქანა, რომელიც ლუგანსკის რეგიონს საკვებს აწვდიდა“, - აცხადებს გაიდაი.
გაიდაის თქმით, უკრაინულმა არმიამ აგრესორების 10 თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს მტრის 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, ჯავშანტრანსპორტიორი და სპეცტექნიკის ერთი ერთეული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი
👉 აგრესორები ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ - უკრაინული მხარე
👉 თქვენს კალენდარზე არა 2022, არამედ 1938 წელია - ზელენსკი ჰენრი კისინჯერს პასუხობს